Netflix- ზე რეზო გაბრიაძის ფილმი “იცი დედა სად ვიყავი?” დაიდო

Netflix- ზე ქართველი სცენარისტის, რეჟისორის, დრამატურგისა და მხატვრის რეზო გაბრიაძის ფილმი “იცი დედა სად ვიყავი?” დაიდო.

ანიმაციური ფილმის სცენარის ავტორი და მხატვარი რეზო გაბრიაძეა, რეჟისორი ლევან გაბრიაძე. სურათის მოქმედება ომის შემდგომ ქუთაისში ვითარდება.

მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი და მოქანდაკე რეზო გაბრიაძე დაიბადა 1936 წელს ქუთაისში.

ის 35-ზე მეტი ფილმის ავტორია, რომელთა შორის არის „მიმინო“, „არ იდარდო“, „ქინ ძა ძა“, „შერეკილები“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სამნი გზაზე“ და ა.შ.

1981 წელს რეზო გაბრიაძემ თბილისში დაარსა მარიონეტების თეატრი, რომელმაც პირველივე სპექტაკლიდან დაიპყრო მაყურებელთა გულები და დღეს თეატრი მთელ მსოფლიოში მოგზაურობს.

Netflix-ზე კიდევ ორი ქართული პროექტის, “ჩემი ბედნიერი ოჯახისა” და “სოვდაგარის” ნახვაა შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები