ამერიკაში მოღვაწე ქართველმა პიანისტმა ახალი ალბომი გამოუშვა 

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პიანისტის,  ქეთევან ქართველიშვილის მეორე კომპაქტდისკი, რომლის ჩაწერაც 2020 წლის ნოემბერში მიმდინარეობდა, გაყიდვაში 2021 წელს ჩაეშვება. დისკი აერთიანებს რახმანინოვის შედევრებს, მათ შორის, რამოდენიმე პრელუდიას, მუსიკალური მომენტებს, ელეგიასა და ეტიუდსურათებს

“​როგორც მოგეხსენებათ, 2020 წელი ძალიან რთული აღმოჩნდა მთელი მსოფლიოსთვის კოვიდ-19 პანდემიის გამო.  პანდემია მძიმედ შეეხო ამერიკის შეერთებულ შტატებსაც,რის გამოც გამიუქმდაარაერთი კონცერტი და ფესტივალი. მხოლოდ ონლაინკონცერტის ჩატარება მოვახერხე ინდიანას შტატში. ვიფიქრე, ყველაზე კარგი და ოპტიმალური გამოსავალი ახალი კომპაქტდისკის ჩაწერა იქნებოდა ამ სიტუაციაში.  ვფიქრობ, ამ მუსიკის განწყობა შეესაბამება დღევანდელ რეალობასაც, იგი დატვირთულია უაღრესად დიდი ემოციური ნაკადით, უდიდესი დრამატიზმით, სევდით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რახმანინოვი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კომპოზიტორია. ვთვლი, რომ მისი მუსიკა ძალიან ახლოს არის ჩემს სულიერ მდგომარეობასთან” – ამბობს მუსიკოსი “ქართულ კვირასთან” საუბარში.  

ქეთევანი წლებია,  აშშ-ში ცხოვრობს და მოღვაწეობს. იგი თბილისის კონსერვატორიისა და ინდიანას უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.