ფოტომახის უიშვიათესი კადრები – წითელი ნუსხით დაცული ფოცხვერი ჭაჭუნას აღკვეთილიდან (ვიდეო) 

შუა ღამით სეირნობისას ფოცხვერი ჭაჭუნას აღკვეთილში დამონტაჟებულმა ვიდეოხაფანგმა დააფიქსირა.  ფოცხვერი ძალიან იშვიათდ ხვდება კამერების ობიექტივში. ამ სახეობის ცხოველს ახასიათებს განსაკუთრებული სისწრაფე და კლდეზე კარგად ცოცვის უნარი. როგორც წესი, იკვებება მცირე ზომის ძუძუმწოვრებითა და ფრინველებით, თუმცა ხშირად თავს ესხმის ირემს, ცხვარსა და ძროხას. ფოცხვერი განსაკუთრებით აქტიური ღამის საათებშია.

ფოცხვერი საქართველოს წითელ წიგნში შეტანილია, როგორც CR ანუ გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაზე მყოფი სახეობა, რომლის ძალიან მცირე პოპულაციაა შემორჩენილი და მკვეთრადაა შემცირებული გეოგრაფიული გავრცელების არეალიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები