,,ბედნიერი და ამაყი ვარ, შენი შვილი რომ მქვია“- შვილების ემოციური მიმართვა ემიგრანტ დედებს

კონკურსი „წერილები გზიდან“ –  „დედა ემიგრანტია“ დასრულდა. პროექტი ამჯერად ემიგრანტ დედებს მიეძღვნათ, რომლებსაც ქვეყნის დატოვება მოუწიათ და უკვე მრავალი წელია შვილებისგან შორს ცხოვრობა უწევთ.

„ქართულმა კვირამ“ გადაწყვეტა კონკურსში მონაწილეობისთვის ემიგრანტების ოჯახის წევრები მოიწვია, რომელთაც შეეძლოთ მოეგოთ 10000 ლარიანი ფასდაკლების ვაუჩერი „მეტი დეველოპმენტისგან“. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე „ქართული კვირას“ რედაქციაში საუკეთესო ჩანახატების შერჩევა მოხდა, მეორე ეტაპზე კი კონკურსანტებს,  მკითხველებთან ერთად, კომპეტენტური ჟიური აფასებდა.

ვიდეობლოგი ,,მედიატორი” დღეს კონკურსის ორ მონაწილეს და ფინალისტს გაგაცნობთ, მკითხველთა სიმპათიას ბაია ყვარელაშვილს და მარიამ კანთელაშვილს.

,,უსაზღვროდ დიდ შრომასა და ენერგიას დებენ ჩვენს მომავალსა და ბედნიერებაში, უნდა დავაფასოთ. შევეცადოთ და დავანახოთ უსაზღვროდ დიდი სიყვარული, ვაგრძნობინოთ, რომ დროსა და მანძილს არ შეუძლია ჩვენი გრძნობებისა და სიყვარულის განელება. ამაყები და ბედნიერი ვართ მათი არსებობით და იმით, რომ მათი შვილი გვქვია…“- ამბობენ ინტერვიუში ვიდეობლოგის სტუმრები.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები