შოთა არველაძემ 2020 წელი ორი ტიტულით დაასრულა

ფეხბურთის კლუბი „ფახთაქორი“, რომელსაც შოთა არველაძე უდგას სათავეში, ზედიზედ მესამედ გახდა ქვეყნის თასის მფლობელი.

ფინალში ტაშკენტის „ფახთაქორმა“ „ოლმალიკს“ შეხვდა  და 3:0 მოიგო. გუნდში 2 ქართველი თამაშობს – ნახევარმცველი გუჯა გრიგალაშვილი (რომელიც გუნდის კაპიტანია) და თავდამსხმელი მათე ვაწაძე.

„დღეს, უზბეკეთის თასის ფინალში გავიმარჯვეთ და 2020 წელი ორი ტიტულით დავასრულეთ“, – წერს შოთა არველაძე თავის ფეისბუქ გვერდზე..

ნოემბერში ტაშკენტის „ფახთაქორი“ ზედიზედ მეორედ გახდა უზბეკეთის ჩემპიონი. ხოლო გასულ სეზონში შოთა არველაძის თაოსნობით „ფახთაქორი“არა მარტო ქვეყნის ჩემპიონი გახდა, არამედ უზბეკეთის თასი და ლიგის თასიც მოიგო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები