ქართველი მეზღვაურები ესტონურ გემებზე დასაქმებას შეძლებენ

ქართველი მეზღვაურები ესტონურ გემებზე დასაქმებას შეძლებენ – ესტონეთმა ქართული სერტიფიკატები აღიარა.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოსა და ესტონეთს შორის შესაბამის მემორანდუმს 11 დეკემბერს მოეწერა ხელი.

დიდი ბრიტანეთის და ავსტრალიის შემდეგ, 𝟮𝟬𝟮𝟬 წელს, მესამე ქვეყნის დასაქმების ბაზარი გაიხსნა ქართველი მეზღვაურებისთვის.

ქართული სერტიფიკატები აღიარებულია მსოფლიოს 54 ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის 20 ქვეყანაში. ამ ქვეყნების დროშებით მსოფლიო ფლოტის 80%-ზე მეტი ცურავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები