ვის შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას

თუ ხართ საქართველოს მოქალაქე და ამავდროულად მოგენიჭათ ა.შ.შ.-ის მოქალაქეობა, უფლება გაქვთ, 2020 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოთ სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით შენარჩუნების მოთხოვნით.

საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით შენარჩუნება ეხება საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთა მიმართ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული 2018 წლის 15 აგვისტომდე. შესაბამისი განაცხადის შევსება და დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სერვისების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე.

ამასთანავე, საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგა, უფლება აქვს, მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დროებითი უფლების საფუძველზე აღდგენის წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისათვის, პირმა დადგენილ ფარგლებში უნდა იცოდეს საქართველოს სახელმწიფო ენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები