ბექა გოჩიაშვილის კიდევ ერთი დიდი აღიარება

მსოფლიოს უკვე ლეგენდად ქცეულმა ჯაზ პიანისტმა  ჩიკ კორეამ  თავისი ფავორიტი პიანისტების სია გამოაქვეყნა.

ამ სიაში იმ მუსიკოსთა გვარებს შეხვდებით, ვინც ჩიკ კორეაზე განსაკუთრებული  შთაბეჭდილება დატოვა და ვინც მისი შთაგონების წყაროდ იქცა.

ჯაზ მუსიკოსის სიაში ჯო ზავინულის, ჰერბი ჰენკოკის, მარტა არგერიხის, სტივი უანდერის გვერდით ბექა გოჩიაშვილსაც შეხვდებით. სიაში ჩიკ კორეას შეყვანილი ჰყავს ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, ფრედერიკ შოპენი, კლოდ დებიუსი, დიუკ ელინგტონი, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი, სერგეი პროკოფიევი, არტურ რუბინშტეინი, რობერტ შუმანი…

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები