ფილმი „გვირაბი“ „DokuBaku“- ზე საუკეთესო სურათად დაასახელეს

ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის ფილმი “გვირაბი” საერთაშორისო კინოფესტივალზე „DokuBaku International Documentary Film Festival“ საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ჯილდოს მფლობელი გახდა.

„DokuBaku“ წელს ონლაინ ფორმატში ჩატარდა. კინოფესტივალზე მსოფლიოს 53 ქვეყნიდან 250 განაცხადი შევიდა. ჟიურის წევრები აზერბაიჯანიდან, ჩეხეთიდან, ირანიდან,  თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან იყვნენ.

“გვირაბის” მსოფლიო პრემიერა 2019 წელს შედგა ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (IDFA). ფილმი საქართველო – გერმანიის კინოპროდუქციაა. იგი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა და ამსტერდამში პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის საკონკურსო პროგრამაში იყო წარმოდგენილი.

ფილმში მოქმედება ვითარდება ხარაგაულის რაიონში, „მოლითის“ სარკინიგზო სადგურის გარშემო. საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, ჩქაროსნულმა მატარებელმა  ჩინეთი საქართველოს გავლით ევროპასთან უნდა დააკავშიროს, რაც პატარა სოფლების ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები