იაპონიაში სწავლისა და მუშაობის მსურველთათვის ვებინარი გაიმართება 

ვებინარი 2020 წლის 13 დეკემბერს (კვირა), თბილისის დროით 15:00 საათზე, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გაიმართება.

ვებინარში მონაწილეობას მიიღებენ თავისუფალი უნივერსიტეტის იაპონური მიმართულების ლექტორები და იაპონიაში მოღვაწე ქართველი ახალგაზრდები. ვებინარს გაუძღვება საქართველოს ახალგაზრდა ელჩი იაპონიაში, სოფო ბადიაშვილი.

მონაწილეებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ სხვადასხვა გამოცდილების მქონე ქართველ ახალგაზრდებს, პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კი, სურვილის შემთხვევაში, დასვან კითხვები და მიიღონ საჭირო ინფორმაცია იაპონიაში სწავლისა ან სამუშაო გამოცდილების მიღება/გაგრძელებასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები