ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკასა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა

30 ნოემბერს, ქ. ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკასა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა.

ქართული მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან იზორიამ, ხოლო გერმანული მხრიდან ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა ბარბარა შნაიდერ-კემფმა.

„მემორანდუმი მიზნად ისახავს ბიბლიოთეკებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და სამეცნიერო – საგანმანათლებლო თვალსაზრისით თანამშრომლობას, ერთობლივი კონფერენციებისა და სამეცნიერო შეხვედრების გამართვას, ბიბლიოგრაფიის დარგში ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩატარებას, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში გამოცდილების გაზიარებას.

ქართული მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გერმანიაში სხვადასხვა პერიოდში ემიგრირებულ ქართველთა არქივების მოძიებას და დამუშავებას, გერმანიაში არსებული ქართული არქივების კვლევას,“ – ნათქვამია გერმანიაში საქართველოს საელჩოს განცხადეაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები