მსოფლიო სარესტორნო ინდუსტრიაში საქართველომ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა

მსოფლიო სარესტორნო ინდუსტრიაში საქართველომ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. მაკდონალდსის კორპორაციამ დაასახელა მსოფლიოს მასშტაბით სარესტორნო ქსელების გამარჯვებული მენეჯერები და მათ პრესტიჟული ჯილდო – Ray Kroc Awards გადასცა.

რეი კროკის ჯილდოს მფლობელები, უკვე ზედიზედ მეოთხე წელია, საქართველოს მაკდონალდსის ფილიალების დირექტორები ხდებიან. წელს, მსოფლიოს მასშტაბით დასახელებულ 360 გამარჯვებულს შორის,  თბილისის მაკდონალდსის, ვაკის ფილიალის დირექტორი ბესო მეფარიძე მოხვდა.

„აღნიშნული ჯილდო მაკდონალდსის რესტორნების იმ მენეჯერების წვლილის აღიარებაა, რომლებიც რესტორნის საუკეთესო ფუნქციონირებას, იქ მომუშავე გუნდის ეფექტურ და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებულ მუშაობას უზრუნველყოფენ, ასევე ზრუნავენ დასაქმებული ადამიანებისთვის საუკეთესო სამუშაო ატმოსფეროს შექმნაზე. მაკდონალდსის ფილოსოფია დირექტორების წახალისება და ბიზნესში მათი როლის ხაზგასმაა,“ – ნათქვამია მაკდონალდსის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები