ძიუდოისტთა ნაკრებმა პრაღაში ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს სამი მედალი – ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვა 

ევროპის ჩემპიონი 20 წლის ტატო გრიგალაშვილი გახდა, რომელსაც უფროსებში ევროპის ჩემპიონატზე დებიუტი ჰქონდა. მან 81კგ წონითი კატეგორიის ფინალში მან ბულგარელი ივაილოივანოვი 45 წამში დაამარცხა. მანამდე კი ნახევარფინალში სძლია მსოფლიოს რეიტინგის პირველ ნომერს ბელგიელ მატიას კასეს.

73 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ლაშა შავდათუაშვილი, რომელმაც მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჯოვს მოუგო, ნახევარფინალში – იტალიელ ფაბიო ბაზილეს. ფინალში კი, სადაც ფავორიტად მიიჩნეოდა, დამარცხდა მოლდოველ ვიკტორ სტერპუსთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები