20 -­ 25 ნოემბერს რიგით მეექვსე „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ დისტანციურ ფორმატში ჩატარდება

20 -­ 25 ნოემბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, რიგით მეექვსე „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ გაიმართება.

კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით, ფესტივალი წელს განსხვავებული ფორმატით გაიმართება და მას მაყურებელი არ დაესწრება. დაგეგმილი კონცერტების მოსმენა შესაძლებელი იქნება ,,თბილისის ბაროკო ფესტივალის“ ოფიციალურ Facebook გვერდზე და ტელეარხზე „სილქ უნივერსალი“.

20 ნოემბერს ფესტივალს, „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად,  ქართველი პუბლიკისთვის უკვე კარგად ცნობილი, მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსი, ფაგოტისტი სერჯო აცოლინი გახსნის.

ფესტივალის ფარგლებში აგრეთვე დაგეგმილია ონლაინ ლექციები; მსმენელს საშუალება ექნება, მოისმინოს პროფესორების ნოდარ ლადარიასა და დავით გიგინეიშვილის, ასევე, მხატვარ გია ბუღაძის საინტერესო საუბრები ბაროკოს ეპოქაში სხვადასხვა მიმდინარე პროცესის შესახებ.

22 ნოემბერს გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ წარმოადგენს მარიამ ალექსიძის ონლაინ შემეცნებით ვიდეო-წარმოდგენას – „გიორგი ალექსიძის ნეობაროკო“.

ფესტივალი 25 ნოემბერს დასრულდება. თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი მსმენელს შესთავაზებს კონცერტს სახელწოდებით „იტალიური კონცერტები“, სადაც სოლისტების რანგში ორკესტრის მუსიკოსები თავად წარდგებიან მსმენელის წინაშე და ვივალდის, კორელის, მარჩელოსა და ჰენდელის ნაწარმოებებს შეასრულებენ.

ბაროკოს ყოველწლიური ფესტივალი 2015 წელს დააფუძნა თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა „საქართველოს სიმფონიეტა”, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები