„ქართული ფეხბურთის ტრიო“ მილანის სპორტული კინოს საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია

გოგი თორაძის დოკუმენტური ფილმი „ქართული ფეხბურთის ტრიო“ მილანის სპორტული კინოს საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია.

ფილმში „ქართული ფეხბურთის ტრიო“ მოთხრობილია მსოფლიოში ცნობილი ძმები არველაძეების ისტორია, რომლებიც ერთდროულად თამაშობდნენ ერთ გუნდში.

ფესტივალში 123 ქვეყანა მონაწილეობდა. თორაძის ნამუშევარი მილანის ფესტივალზე მეორედ იყო წარდგენილი.

კინოფესტივალის ჟიური გამარჯვებულებს შემდეგ ნომინაციებში ირჩევდა: ოლიმპიური თამაშები, დოკუმენტური ფილმები, ტელეგადაცემები და ახალი ტექნოლოგიები, სპორტი და საზოგადოება, მხატვრული ფილმები, სპორტული რეკლამა, ფილმები და ტელეგადაცემები ფეხბურთზე.

ფესტივალი სპორტული კინოსა და ტელევიზიის საერთაშორისო ფედერაციის მიერ იყო ორგანიზებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები