ერთი საფეხურით მაღლა – კიბის განსხვავებული და განსაკუთრებული დიზაინი 

მიუხედავად მრავალი ინოვაციური საშუალების გამოგონებისა, ნაგებობის სართულების ერთმანეთთან დასაკავშირებლად კიბე კვლავ უალტერნატივოდ რჩება. შესაძლოა, ეს “მოწყობილობა” ყველაზე კომფორტული არ იყოს და გადაადგილებისას პრობლემები შეუქმნას, როგორც, მაგალითად, ეტლით მოსარგებლე პირს ან მას, ვინც სართულებს შორის მძიმეწონიანი ნივთის გადატანას ცდილობს.

კიბე შენობის შიდა და გარე ხედის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც ნებისმიერ ნაგებობას განსხვავებულ და განსაკუთრებულ იერს სძენს, მატებს სტილს ინდივიდუალურობას და ხაზს უსვამს ინტერიერის დიზაინერის გემოვნებასაც. სწორედ დაგეგმარებული კიბე ერთდროულად შეიძლება ატარებდეს როგორც ფუნქციურ ასევე ესთეტიკურ მნიშვნელობას.

ერთი შეხედვით, კიბე პარალელურად განლაგებული საფეხურების და მაოჯირების ერთიანობაა და ძნელია, მხოლოდ ამ 2 კომპონენტით რაიმე განსაკუთრებული, ღირებული, დახვეწილი და გამორჩეული შეიქმნას. სინამდვილეში კი ეს ორად ორი კომპონენტი ათასობით ვარიაციის საშუალებას იძლევა. სწორედ ამის საჩვენებლად თქვენთვის რამდენიმე საუცხოო დიზაინი შევარჩიეთ, რათა გაჩვენოთ, როგორ შეიძლება ფუნქციურისა და ესთეტიკური გაერთიანება და საინტერესო დიზაინის შექმნა როგორც ინტერიერში, ასევე ექსტერიერში.

რუბრიკის მხარდამჭერია "მეტი დეველოპმენტი"კომპანიარომელსაც ემიგრანტები ენდობიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები