ნიკა ანთია გაცვლითი პროგრამით სწავლას იაპონიაში, University of Tsukuba-ში აგრძელებს

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ნიკა ანთია გაცვლითი პროგრამით სწავლას აგრძელებს იაპონიაში, University of Tsukuba-ში.
თავისუფალი უნივერსიტეტის ინფორმაციით, ნიკა ერთი სემესტრით ისწავლის სოციალური და საერთაშორისო კვლევების პროგრამაზე, აზიის რეგიონის მიმართულებით. სასწავლო პროგრამა ასევე მოიცავს იაპონური ენის კურსებსაც.
გაცვლითი პროგრამა ხორციელდება თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტსა და ცუკუბას უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები