რეჯეპ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტში ქართული ენის კურსები  განახლდა

10 ნოემბერს ქალაქ ტრაპიზონში საქართველოს გენერალურმა კონსულმა გელა ჯაფარიძემ მონაწილეობა მიიღო რიზეს რეჯეპ თაიფ ერდოღანის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის შემსწავლელი კურსების გახსნით ღონისძიებაში, რომელიც დისტანციურ ფორმატში გაიმართა. დაწყებითი საფეხურის ქართული ენის შემსწავლელი კურსები აღნიშნული უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიხსნა და იგი უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კვლევითი ცენტრის ბაზაზე იფუნქციონირებს.

პანდემიის პირობებიდან გამომდინარე, მიმდინარე სასწავლო წელს რეჯეპ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტში ქართული ენის კურსებზე სწავლება დისტანციურად იქნება შესაძლებელი. ქართული ენის სწავლის სურვილი უკვე ოცდაათმა სტუდენტმა გამოთქვა. კურსებზე სწავლება 2021 წლის 2 მარტამდე გაგრძელდება და კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ მიიღონ შესაბამისი სერტიფიკატი.

აღსანიშნავია, რომ რეჯეპ თაიფ ერდოღანის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის კურსები უკვე ორჯერ გაიხსნა – 2019-2020 წლებში, რომლის ფარგლებში ქართული ენა ათეულობით სტუდენტმა შეისწავლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები