ქართველი მხატვრის ნამუშევარი “თანამედროვე ხელოვნების დიდი ოსტატების” გარეკანზეა

​,,თანამედროვე ხელოვნების დიდი ოსტატები“, რომელიც იტალიის ქალაქ პალერმოში გამოიცა, მსოფლიოს მხატვრების, მოქანდაკეების, ფოტოგრაფების, გრაფიკოსებისა და დიზაინერების გამორჩეულ ნამუშევრებს აერთიანებს. პრესტიჟული გამოცემის გარეკანზე კი, ქართველი მხატვრის ეკატერინე სიხარულიძის ნამუშევარია წარმოდგენილი. გარდა გარეკანისა, ქართველ მხატვარს გამოცემაში კიდევ ერთი გვერდი ერგო.

თანამედროვე ხელოვანებთან ერთად, გამოცემა ხელოვნების სამყაროს დიდ სახელებს მოიცავს, როგორებიცაა პაბლო პიკასო, სალვადორ დალი, ენდი უორჰოლი, მარკ შაგალი, პოლ კლე, ჯოან მირო, ვინსენტ ვან გოგი, ამედეო მოდილიანი, ედვარდ მუნკი, ჯექსონ პოლოკი, რენე მაგრიტე, ალბერტო ბურრი და მრავალი სხვა.

“თანამედროვე ხელოვნების დიდი ოსტატების” მრავალი ასლი გადაეგზავნება კოლექციონერებს, გალერეების მფლობელებს, მუზეუმებს, რეჟისორებს, კურატორებს, დილერებს და ხელოვნების მოყვარულებს.

თვითნასწავლი მხატვარი, ეკატერინა სიხარულიძე 10 წელია, ესპანეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ის ასევე მომავალ თაობებს ზრდის ბარსელონას “წმიდა ნინოს” სახელობის სამრევლოსთან არსებულ სულიერების, განათლებისა და კულტურის ცენტრში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები