საბავშვო ფილმების მე-10 საერთაშორისო ფესტივალი “ოქროს პეპელა 2020” 13, 14 და 15 ნოემბერს ჩატარდება

საბავშვო ფილმების მე-10 საერთაშორისო ფესტივალი “ოქროს პეპელა 2020”, რომელიც 29, 30, 31 მაისს და 1ივნისს უნდა ჩატარებულიყო,  მსოფლიო პანდემიის გამო  გადაიდო და ახლა, საქართველოში არსებული რეგულაციების გათვალისწინებით და შეცვლილი ფორმატით 13, 14 და 15 ნოემბერს ჩატარდება.

ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს, რომელთა ასაკი 19 წლამდე განისაზღვრა, უნდა შეევსოთ სააპლიკაციო ფორმა და 31 ოქტომბრამდე წარედგინათ ნებისმიერ თემაზე გადაღებული 7 წუთამდე ქრონომეტრაჟის მხატვრული, დოკუმენტური ან ანიმაციური ფილმი  და აეტვირთათ ელექტრონულ მისამართზე oqrospepela@gmail.com

საფესტივალო ფილმები  სასელექციო ჯგუფმა შეარჩია, ხოლო  საკონკურსო ფილმები კომპენტენტურმა საერთაშორისო ჟიურიმ.

ფესტივალი 13 ნოემბერს, 11 საათზე, მოსწავლეთა სასახლის ბაღში გაიხსნება.

“ოქროს პეპელას” გულშემატკივრებო !

„ხვალ , პარასკევს 11 : 00 ზე ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე გვექნება ფესტივალის გახსნის ლაივჩვენება. … ხვალვე ამავე გვერდზე დაიდება ფესტივალის საკონკურსო ფილმების “ფლეილისტი” . შეგიძლიათ იხილოთ ფილმები, დატოვოთ თქვენი კომენტარები და დაასახელოთ საუკეთესოები შემდეგ ნომინაციებში:

  1. სცენარი;
  2. რეჟისორი;
  3. ოპერატორი;
  4. მონტაჟი;
  5. მსახიობი გოგონა;
  6. მსახიობი ბიჭი;
  7. საუკეთესო ანიმაცია;
  8. საუკეთესო დოკუმენტური ფილმი;
  9. საუკეთესო ფილმი ბავშვთა უფლებებზე;
  10. საუკეთესო ფილმი სოციალურ თემაზე… და 2020 წლის ფესტივალის გამარჯვებული“ – წერს ფესტივალის დირექტორი ირაკლი ჯაოშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები