ჰააგის კინოფესტივალზე “უარყოფითი რიცხვები” უჩვენეს

2020 წლის 7 და 8 ნოემბერს, ქალაქ ჰააგაში, Eastern Neigbours Film Festival-ის ფარგლებში ქართული ფილმის-  „უარყოფითი რიცხვების” ჩვენება გაიმართა.

“უარყოფითი რიცხვები” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია. იგი არასრულწლოვან ვაჟთა კოლონიაში განვითარებული მოვლენების შესახებ მოგვითხრობს, სადაც რაგბის ვარჯიშები ინიშნება და პატიმრებში როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური გამოჯანსაღება იწყება. ფილმის მთავარ გმირს, ნიკას, მოუწევს არჩევანი გააკეთოს მოპოვებულ ავტორიტეტსა და შინაგან თავისუფლებას შორის.

ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა საფრანგეთში, არასის საერთაშორისო კინოფესტივალზე. საქართველოში ფართო აუდიტორიამ იგი თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე 2019 წელს იხილა, სადაც “უარყოფით რიცხვებს” 2 ჯილდო ერგო: ჟიურის სპეციალური აღნიშვნა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პრიზი „ადამიანის უფლებები კინოში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები