ე.წ სარისკო რეგიონებიდან გერმანიაში შემავალი პირებისათვის საკარანტინე წესები შეიცვალა

8 ნოემბრიდან იცვლება საკარანტინე წესები ე.წ. სარისკო რეგიონებიდან გერმანიაში შემავალი პირებისთვის. აღნიშნული ცვლილება შეეხება როგორც საჰაერო, ისე საზღვაო და სახმელეთო საზღვრით შემავალ პირებს.

აღსანიშნავია, რომ ეს რეგულაციები მოქმედებს იმ პირთათვის, ვისაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლის უფლება აქვს.

კერძოდ, რისკის ქვეყნებიდან გერმანიაში შესული პირები ვალდებულნი იქნებიან:

  • -10 დღე გადავიდნენ კარანტინში/თვითიზოლაციაში.
  • -გერმანიაში შესვლამდე ისინი ვალდებულნი არიან ვებ- გვერდის www.einreiseanmeldung.de მეშვეობით მოახდინონ მგზავრობის რეგისტრაცია, სადაც ისინი მიუთითებენ მგზავრობის დეტალებს, საკონტაქტო ტელეფონს, რეისის ნომერს, გერმანიაში გაჩერების მისამართს და ა.შ.
  • -PCR ტესტის გაკეთება შესაძლებელი იქნება, როგორც წესი, მხოლოდ თვითიზოლაციის მე-5 დღიდან. პასუხს, როგორ წესი მიიღებენ 24-48 საათში და  ნეგატიური პასუხის შემთხვევაში, შეძლებენ თვითიზოლაციიდან გამოსვლას.
  • -აქამდე შესაძლებელი იყო საზღვარზე ნეგატიური 48 საათიანი კოვიდ ტესტის წარმოდგენით თვითიზოლაციის ჩანაცვლება. ახალი წესებით, ეს ჩანაცვლება აღარ იქნება შესაძლებელი.
  • -თვითიზოლაციის წესები და გამონაკლისები, მაგ. ტრანზიტული გავლა, ვიზიტი 72 საათამდე, ოფიციალური ვიზიტები, და ა. შ. რეგულირებულია ინდივიდუალურად ცალკეულ ფედერალურ მიწებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები