ქეთი მელუამ ახალი ალბომი ALBUM №8 გამოუშვა

მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა მომღერალმა ქეთი მელუამ ახალი ალბომი ALBUM №8 გამოუშვა.

ALBUM №8 – ში  10 ახალი კომპოზიცია შევიდა. ეს სიმღერები მან ინგლისსა და საქართველოში დაწერა. ალბომის ჩაწერაში საქართველოს ფილარმონიის ორკესტრი და გორის ქალთა კამერული გუნდი მონაწილეობდნენ.

ახალი ალბომის ერთ – ერთი სიმღერის კლიპი ქეთიმ აჭარაში გადაიღო. გადაღებები მიმდინარეობდა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ბათუმის ბულვარში, სარფისა და ციხისძირის სანაპიროზე, ასევე სოფელ მერისში.

კლიპის რეჟისორია მარიამ სიჭინავა, ოპერატორი ალექს ომიაძეა. მომღერლის ჩაცმულობაზე ბათუმელმა დიზაინერმა თაკო მექვაბიძემ იზრუნა.

ქეთი მელუას დებიუტი მსოფლიო მუსიკაში 2003 წელს შედგა, როდესაც გამოვიდა მისი პირველი ალბომი Call Off the Search.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები