საქართველო ევროპის გასტრონომიულ ჩემპიონატში მონაწილეობს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, პირველად საქართველო Bocuse d’Or ევროპის გასტრონომიულ ჩემპიონატზე წარდგა. შეფ-მზარეულების შეჯიბრი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარეობს და მასში 20 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. შეფ-მზარაეულები 2 დღის განმავლობაში ერთმანეთს ეჯიბრებიან – გამარჯვებულების ვინაობა კი  3 ნოემბერს გახდება ცნობილი.

“ჩემპიონატში მონაწილეობა საქართველოს საშუალებას აძლევს უნიკალური ნიშა დაიკავოს მსოფლიო გასტრონომიულ რუკაზე. საერთაშორისო გასტრონომიულ ღონისძიებაზე წარდგენა ხელს უწყობს ქართული კერძების ცნობადობის გაზრდას მთელ მსოფლიოში, გასტრო-ტურიზმის პოპულარიზაციას საქართველოში და მომავალში მეტი ტურისტის მოზიდვას” – ამბობენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

საქართველოს გუნდის სახელით, ჩემპიონატზე ქვეყანას წარმოადგენენ: პირველი Bocuse d’Or საქართველოს გამარჯვებული ერიკ სარქისიანი, Bocuse d’Or საქართველოს პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გუნდის მწვრთნელი ირაკლი თოდაძე და დამხმარე მზარეული – ლუკა ხინკალაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები