სათვისტომო ,,კოლხეთი“ ფლორენციაში ემიგრანტებთან უფასო იურიდიულ კონსულტაციებს გამართავს

ქართველთა სათვისტომო ,,კოლხეთი“ ფლორენციაში ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრას გამართავს. ქართველ თანამემამულეებს სათვისტომოს იურისტი უსასყიდლო იურიდიულ კონსულტაციას  ჩაუტარებს. შეხვედრა 11 ოქტომბერს 14:00 საათზე, ფლორენციის სასტუმრო ,,დელი ორაფში“ გაიმართება.  

რომის ქართველთა სათვისტომო  ,,კოლხეთი“ იტალიის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვის კუთხით, განსაკუთრებით კი ქვეყანაში არალეგალურად მყოფი პირების მიმართულებით მუშაობს, რომლებიც განსაკუთრებულად დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან. ასოციაციასთან თანამშრომლობენ კვალიფიციური ადვოკატები, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, სრულიად უსასყიდლოდ ეხმარებიან მიგრანტებს.

,,კოლხეთი“ ცოტა ხნის წინ სახელმწიფო საგრანტო პროექტის – „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდება აღნიშნული შეხვედრაც ემიგრანტებთან.

დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები