პოლონეთში ახალი შეზღუდვები ძალაში შევიდა – რა უნდა იცოდნენ ქართველმა ემიგრანტებმა 

პოლონეთის რესპუბლიკაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებლის დაფიქსირების გამო, პოლონეთის მთელი ტერიტორია ცხადდება ე.წ. ყვითელ ზონად. შესაბამისად, „ყვითელ ზონაში“ მოქმედი შეზღუდვები გავრცელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით:

  • 10 ოქტომბრიდან სავალდებულო ხდება პირბადეების ტარება, როგორც დახურულ, ისე ღია საჯარო სივრცეებში;
  • 17 ოქტომბრიდან სხვადასხვა ღონისძიებაში (ქორწილი, ნათლობა და ა.შ.) მონაწილე პირთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 75 ადამიანს (წითელ ზონაში – 50 ადამიანი);
  • მთელი ქვეყნის მასშტაბით, კვების ობიექტებში დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების დისტანცია – სულ მცირე 4 კვადრატული მეტრი ერთ ადამიანზე;
  • კინოთეატრებში დასაშვებია არსებული ადგილების 25% გამოყენება;
  • მანიფესტაციებში დასაშვებია 150-მდე ადამიანის მონაწილეობა (დაცული უნდა იყოს 1,5 მ დისტანცია და ასევე, სავალდებულოა პირბადის ტარება).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები