“ვცხოვრობთ, ვმუშაობთ და შიშით ვუყურებთ ერთმანეთს” –  მედეა ბერიანიძე 

მედეა ბერიანიძე პოლონეთში მცხოვრები ქართველი ხელოვანი ემიგრანტია, რომელიც 20 წელს მეტია, უცხო მიწაზე ცხოვრობს და პოლონეთის დამსახურებული მოღვაწის ტიტულს ატარებს. პიანისტი პანდემიის გამო შეცვლილ ყოველდღიურობას  ადა რუტინად ქცეულ პროცედურებზე წერს, თუ როგორ გახდნენ ჩვეულებრიობის ნაწილი პირბადე და სადეზინფექციო ხსნარი. 

“ერთი დღის რეკორდი  – 3000-ზე მეტი ადამიანი ვირუსით დაავადებული. ვცხოვრობთ, ვმუშაობთ და შიშით ვუყურებთ ერთმანეთს. მე პირადად კვირაში 40-ზე მეტ გაკვეთილს ვატარებ და გვერდზე ვუზივარ ჩემს მოსწავლეებს და სტუდენტებს. ცხვირ-პირი აკრული, სუნთქვა რომ ჭირს და ლაპარაკი, ამ დროს უნდა სრულყოფილი ცხოვრებით იცხოვრო და ნორმალურად იაზროვნო. კლავიატურას დღეში მინიმუმ 10-ჯერ დეზინფექციას ვუკეთებ. ხელებს ვიბანთ წარამარა და ვიშხაპუნებთ საშინელ ხსნარს. ისე გავითავისე ეს აუტანელი სითხე რომ გუშინ შეცდომით სუნამოს მაგივრად ვიფრქვიე… არ გამიბრაზდეთ, არ იფიქროთ რომ უყურადღებოდ ვიქცევი. უბრალოდ ძალიან მოუსვენრად და ეჭვის ქვეშ ვცხოვრობთ ახლა…”- წერს ემიგრანტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები