ქართველი ემიგრანტის მადლობის წერილი საპატიო კონსულს იზმირში 

თურქეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი საქართველოს საპატიო კონსულს იზმირში, მაყვალა ხარებავას  საჯარო მადლობას უხდის. როგორც ემიგრანტის ნაამბობიდან ირკვევა, კონსულმა ანკარაში სამკურნალოდ ჩასულ, სიმსივნით დაავადებულ 18 წლის ბიჭს დახმარება გაუწია და გვიან ღამე მისთვის თარჯიმანი იპოვა. 

“არ ვიცი, საიდან დავიწყო, ცოტა მონახაზი მინდა ამ უკეთილშობილეს, ნამდვილ პატრიოტ ქალბატონზე მინდა მოგიყვეთ, თუ ეს ადამიანი 24 სათის განმავლობაში რამდენ სიკეთეს აკეთებს თითოეული ემიგრანტისთვის, ეს გახლავთ საპატიო კონსული იზმირში,რა თქმა უნდა, დიდი ხანი არაა, რაც ერთმანეთს ვიცნობთ მაგრამ ჩვენი ასე შეხვედრის და გაცნობის მსურველი იყო ქალბატონი მიმოზა შენგელია.

მიმოზასგაცნობილი ადამიანი შეუძლებელია, რომ ცუდი ყოფილიყოს, თქვენ ხართ ორივე სამშობლოსათვის მისაბაძი ადამიანები.

ზუსტად 1 თვის წინ საქართველოდან იყო ზარი ჩემთან, 18 წლის ვაჟკაცი სიმსივნეს ებრძოდა, ის სასწრაფოდ ანკარის კლინიკაში უნდა ჩამოეყვანათ, თურქეთში, ღამის საათებში მთხოვეს თარჯიმანი მეშოვნა, სამწუხაროდ, ანკარაში არ მყავდა ვინმე, მივმართე ისეთ ადამიანს, სადაც მოხდა გაურკვევლობა, თუმცა გარკვევის შემდეგ ყველას შეეძლო რეაქცია მიეღო, მაგრამ არაუშავს. უკვე ამდენ ძებნაში შუა ღამეც მოვიდა, მიმოზასმეშვეობით შევეხმიანეთ ქალბატონ მაყვალას, თარჯიმანი 10 წუთში ნაპოვნი იყო, როგორ შეიძლება ამ ადამიანს ასეთი ამაგი არ დაუფასოს ვინმემ.

ქალბატონო მაყვალა, მეიმედებით ყველგან და მიხარია, რომ არსებობს ასეთი ქართველი, თქვენი თითოეული ნაბიჯი არის ჩვენთვის ძვირადღირებული, უფალმა ამდენი მადლის გაკეთებით, შენც დაგლოცოს და უფალს ვთხოვ შენნაირი და მიმოზასნაირიბევრი ქართველი მოევლინოს ჩვენს სამშობლოს.

თქვენ ხართ საამაყო ქართველები, რომლებისგანაც კარგის მეტს ვერაფერს ისწავლით. დაგლოცოთ უფალმა და უღრმეს მადლობას გიხდით საჯაროდ” – წერს ემიგრანტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები