ქართველი მხატვრის ნამუშევარი ლუვრში გამოიფინება 

ქართველი მხატვრის, კატერინა სიხარულიძის მიერ დახატული ვაჟა-ფშაველას პორტრეტი პარიზში, ლუვრის მუზეუმის გალერეაში გამოიფინება. გამოფენა 24, 24 და 25 ოქტომბერსაა დაგეგმილი. 

“არ ვიცი როგორ გადმოგცეთ ის სიხარული, რასაც ახლა მე განვიცდი… ალბათ ძალიან ბევრისთვის ოცნებებშიც მიუწვდომელზე მიუწვდომელი იყო ან არის… ასევე ჩემთვის. მიუწვდომლად ვხედავდი, მაგრამ ოცნება რეალობად ვაქციე… და დღეს უბედნიერესი ადამიანი ვარ, მინდა გითხრათ, რომ სულ მალე ჩემი ვაჟა ლუვრიში გამოიფინება.  მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმული ლუვრის მუზეუმი პარიზში საფრანგეთის სიამაყეა. მეამაყება რომ მალე ვაჟას იხილავს პარიზის ელიტა,” – წერს მხატვარი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები