ევროპული სკოლა“ წლის ლიდერია

“ევროპულ სკოლას” ბიზნეს რეიტინგების კავშირისა და შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის ერთობლივი საერთაშორისო ჯილდო Leader of the Year გადაეცა.

“ევროპული სკოლა“ წარმატებული საერთაშორისო სკოლაა, რომელმაც ქართულ კომპანიებს შორის ოქროს რეიტინგი მოიპოვა.

საზეიმო ცერემონია Bioli Medical Wellness Resort-ში გაიმართა.

სკოლა 2007 წელს დაფუძნდა. დასაწყისში ის მოიცავდა სკოლამდელი აღზრდის ცენტრიდან მერვე კლასის ჩათვლით არსებულ საფეხურებს. 2019 წლიდან კი “ევროპული სკოლა“ არის საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) აკრედიტებული პირველი სკოლა საქართველოში. ამჟამად სკოლაში ირიცხება 35 განსხვავებული ეროვნების 900-მდე მოსწავლე. კულტურული მრავალფეროვნება სრულყოფს “ევროპულ სკოლაში“ არსებულ განათლების მაღალ დონეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები