გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა იმერეთსა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ორ პროექტს აფინანსებს

გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა KfW-საკრედიტო ბანკის მეშვეობით იმერეთსა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ორ პროექტს აფინანსებს, რომელთა საერთო ღირებულება 135 მილიონ ევროს შეადგენს.

ამ პროექტებით ორივე რეგიონში უნდა შეიქმნას მდგრადი და გარემოსათვის უსაფრთხო ტურიზმის განვითარების წინაპირობები. შესაბამის ხელშეკრულებებს ხელი მოეწერა 18 სექტემბერს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის პროექტის „კომუნალური ინფრასტრუქტურა გარემოსა და ტურიზმისათვის“ ფარგლებში.

ამით პროექტში მონაწილე პარტნიორებისათვის საქართველოში ასევე შემოღებული იქნება ბლოკჩეინზე დაფუძნებული მართვის ინსტურმენტი TruBudget: www.trubudget.net.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები