ახალი პროექტი – „კითხვა შემიძლია ყველგან“

გიორგი კეკელიძემ  საკუთარ ფეისბუქ გვერდზე კონკურსის „კითხვა შემიძლია ყველგან“ დაწყება დააანონსა, რომელსაც შეუერთდა საგამომცემლო სახლი Palitra L.

კონკურსის პირობების თანახმად, თითოეულ მონაწილეს შეუძლია ნებისმიერ ადგილზე – საყვარელ, მყუდრო ან, თუნდაც, უცნაურ ადგილზე გადაღებული ფოტოსურათი Facebook-გვერდზე გამოაქვეყნოს ჰეშთეგით #კითხვაშემიძლიაყველგან.

წიგნის საქმეა ასეა: გულისხმობს ცოდნასაც და განცდასაც, სიხარულსაც და ტკივილის გაძლების სწავლასაც, ნივთს, ჩაფიქრებას, დაკვირვებას, ამ დაკვირვებით გაკვირვებას. წიგნი კაცობრიობის მეხსიერების ჯამია, ისეთივე გამოცდილება, როგორიც მე და შენ გვაქვს. და რაღაც აზრით, წინასწარი გამოცდილებაც ჩემთვის და შენთვის.

ამ პანდემიურ ყოფაში სწორედ წიგნის და წიგნიერების მხარდასაჭერად მორიგ სახალისო საქმეს გთავაზობთ: ატვირთეთ ფოტოები საკუთარ ფბ-კედლებზე მინაწერით #კითხვაშემიძლიაყველგან . გადაიღეთ ნებისმიერ ადგილას – ავტობუსში, მანქანაში, მატარებელში, გაჩერებაზე, თქვენთვის საყვარელ მყუდრო ან თუნდაც უცნაურ ადგილას.

ეს კი ეროვნული ბიბლიოთეკის სახურავია. კითხვა იქაც შეიძლება, თუნდაც თვალის მოსატყუებლად.“, – წერს გიორგი კეკელიძე.

სასურველია, რომ ფოტოზე ჩანდეს მთავარი გმირი, რომელიც კითხულობს. გამომცემლობა ორ საუკეთესო ფოტოსურათს შეარჩევს, რომელთაც მის გვერდზე გამოაქვეყნებს, ავტორები კი საჩუქრებს მიიღებენ.

გიორგი კეკელიძე ქართველი პოეტი, ესეისტი, ელექტრონული ბიბლიოთეკა lib.ge-ს დამფუძნებელია, იგი 2012 წლიდან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები