საქართველოს კანოეს ეროვნული ნაკრები 1 ვერცხლისა და 2 ოქროს მედლით ბრუნდება საქართველოში

უნგრეთის ქალაქ სეგედში დასრულდა მსოფლიო თასი კანოე კაიაკში. საქართველოს სახელით შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო ექვსმა სპორტსმენმა რაც ხუთი ფინალით, ორი “ბ” ფინალით და ზაზა ნადირაძის ვერცხლის მედლით დასრულდა.

ნადირაძემ დისტანცია 40,38 წამში დაფარა და 0,29 წამით ჩამორჩა რუსეთის წარმომადგენელ ივან შტილს, რომელიც შეჯიბრების გამარჯვებული გახდა. მესამე ადგილზე ესპანელი ალფონსო ბენავიდესი გავიდა (40,39).

მსოფლიო თასის დაწყებამდე სეგედში ჩატარდა საერთაშორისო რეგატა სახელწოდებით “ოლიმპიური იმედები” სადაც ალექსანდრე წივწივაძემ ორი ოქროს მედალი მოიპოვა. საქართველოს კანოეს ეროვნული ნაკრები გუნდი ერთი ვერცხლისა და ორი ოქროს მედლით ბრუნდება საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები