პარიზში ქეთი მელუას კონცერტი გაიმართება

2020 წლის 25 სექტემბერს ქალაქ პარიზში, საკონცერტო დარბაზ “L’Olympia”-ში დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის, ქეთი მელუას კონცერტი გაიმართება. მომღერალი პარიზში საკუთარ მე-8 ალბომს წარადგენს. ამ ალბომში შედის სიმღერა YOUR LONGING IS GONE, რომლის ვიდეოკლიპიც აჭარაშია გადაღებული.

საქართველოში დაბადებული ქეთი მელუა დიდ ბრიტანეთში ათი წლის ასაკში, 1993 წელს გადავიდა. იგი ერთ-ერთი პოპულარული მომღერალია ბრიტანეთში, მის ვიდეოებს კი მილიონობით ნახვა აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები