,,ქართული ყველაფერი მენატრება…” – ქართველი ემიგრანტი პატარა იტალიური ქალაქიდან და წიგნად ქცეული განცდები

,,წერა დასვენებაა ჩემთვის. გულში რაც ტრიალებს, ფურცელზე გადმომაქვს …“  -ამბობს ქართველი ემიგრანტი იტალიიდან. მარიამ ცხვედაძე ევროპაში 10 წლის წინ გაემგზავრა და მას შემდეგ იტალიის პატარა ქალაქ ალბერობელოში ცხოვრობს.

ცოტა ხნის წინ, ქალაქ ბარიში მისი რომანის „ზღვარზე“ პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ქართველი ემიგრანტები შეიკრიბნენ. ავტორმა წიგნზეც მუშაობა ჯერ კიდევ საქართველოში ცხოვრების დროს დაიწყო და ათი წლის შემდეგ იტალიაში დაასრულა. ემიგრანტმა ქალბატონმა ნაწარმოები სიყვარულზე, კრიმინალსა და ცხოვრებისეულ თავგადასავლებზე ააწყო. მარიამ ცხვედაძე ახალ წიგნზეც მუშაობს, რომლის თარგმნას იტალიურად აპირებს. უკავშირდება თუ არა მისი გეგმები სამშობლოს- ამ და სხვა თემებზე ის ვიდეობლოგ ,,მედიატორის“ რუბრიკაში ,,ემიგრანტული ამბები“ საუბრობს.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები