სტუდენტებისათვის სუბსიდირებული ჩარტერული რეისი ბერლინის მიმართულებით 23 სექტემბერს შესრულდება

მათთვის, ვინც მიემგზავრება სასწავლებლად ან აქვს სამუშაო კონტრაქტი გერმანიაში, ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, 23 სექტემბერს, მეოთხე ჩარტერული რეისი თბილისი–ბერლინის მიმართულებით განხორციელდება.

დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა ახალგაზრდობის სააგენტოს ოფიციალურ Facebook გვერდზე შეუძლიათ: https://bit.ly/2ZNW8b5 – რეგისტრაციის ბოლო ვადა 20 სექტემბრის 00:00 საათია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები