თურქეთში ღია და დახურულ სივრცეში ნიღბის ტარება სავალდებულო ხდება 

საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, თურქეთის მთელ ტერიტორიაზე როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში ნიღბის ტარება სავალდებულო ხასიათს იღებს. 

“თურქეთში კორონავირუსის (Covid-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით, სავალდებულოა პირბადის ტარება, საცხოვრებელი სახლის გარდა, ნებისმიერ ღია და დახურულ სივრცეში (საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, ქუჩა, რეკრეაციული ზონები – პარკები, სკვერები, ზღვის სანაპიროები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ოფისები, ფაბრიკა-ქარხნები და სხვ.) – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ მიმართვაში

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შემდეგი ცხელი ხაზების გამოყენება:
1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80
2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26
4. ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები