33 მილიონი ევრო საქართველოში ტყის სექტორის რეფორმისთვის

გერმანია, კლიმატის მწვანე ფონდი, შვედეთი და შვეიცარია საქართველოს ბუნებრივ ტყეებში, ტყის მართვის თანამედროვე მდგრადი სისტემის შექმნაში ეხმარება.  ისინი ასევე ახორციელებენ მოსახლეობის  ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით აღჭურვას.

„ამ საშუალებებით,  ტყის სიმდიდრის გამოყენება შესაძლებელი გახდება ისე, რომ ერთი მხრივ მოსახლეობის მოთხოვნილებები დაკმაყოფილდეს და მეორე მხრივ ტყის ეკოსისტემა და კლიმატი მომავალი თაობებისთვის დაცული იყოს.“ – ნათქვამია გერმანიის საელჩოს განცხადებაში.

კლიმატის მწვანე ფონდის სამეთვალყურეო საბჭომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 33 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გადასცა.

გრანტი სამინისტრომ პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის გატარების მხარდაჭერა ტყის დეგრადაციით გამოწვეული სათბური აირების ემისიის შემცირების მიზნით“ ფარგლებში მიიღო.

გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, გერმანიისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოში სატყეო სექტორის მხარდაჭერა, შესაბამისად, გერმანიის მთავრობა აქტიურად დაეხმარება საქართველოს აღნიშნული პროექტის განხორციელებაში.

შვეიცარიის ელჩმა საქართველოში პატრიკ ფრანცენმა კი განაცხდა, რომ შვეიცარია დაეხმარება საქართვლოს განახორციელოს სატყეო რეფორმა, რომელიც წარმატებული უნდა იყოს, ეს მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის.

7 წლიანი პროექტი დედოფლისწყაროს, თელავის, ახმეტის, ყვარლის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის, ოზურგეთის და თიანეთის მუნიციპალიტეტებში განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები