„სუხიშვილების“ საიუბილეო პროგრამა “თაკარაზე”

ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები” 2, 3 და 4 სექტემბრისთვის გეპატიჟებათ კონცერტების ციკლზე, რომელიც ანსამბლის 75 წლის იუბილეს და „სუხიშვილების“ ერთ-ერთ დამფუძნებლის, ნინო რამიშვილის დაბადებიდან 110 წლისთავს ეძღვნება.

კონცერტებზე წარმოდგენილი იქნება როგორც ტრადიციული პროგრამა, ისე ახალი ქორეოგრაფიული კომპოზიციები.

„გავიხსენოთ ნინო რამიშვილი, მისი დადგმული ცეკვები, მისი შექმნილი ქორეოგრაფიული კომპოზიციები“, – ნათქვამია განცხადებაში. აღნიშნულია, რომ ყველა კონცერტი გაიმართება სუხიშვილების ღია სცენა „თაკარაზე”, რომელიც ნაფეტვრებში მდებარეობს.

სუხიშვილისა და რამიშვილის ქართული ნაციონალური ბალეტი 1945 წელს დაარსდა. ეს იყო საქართველოს პირველი პროფესიონალური ანსამბლი.

2007 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია ილიკო სუხიშვილი-უმცროსი, დირექტორი – ნინო სუხიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები