“მხიარული მუსიკა სევდიან ეპოქაში ანუ ბლუზი მტკვრის პირას”

სასიამოვნო სიახლე როკმუსიკის მოყვარულთათვის – სულ მალე “სულაკაურის გამომცემლობა” ბიძინა მაყაშვილის წიგნს, “მხიარული მუსიკა სევდიან ეპოქაში ანუ ბლუზი მტკვრის პირას” გამოსცემს.

ცნობილი როკჟურნალისტი ბიძინა მაყაშვილი თავის წიგნში საბჭოთა წარსულის პარალელურად ქრონოლოგიურად იხსენებს როკმუსიკასთან დაკავშირებულ მოვლენებს. ავტორი თხრობის უშუალო და ლაღი მანერით გვიამბობს იმ დასავლელი როკმუსიკოსებისა და კომპოზიციების შესახებ, რომელთა ხმაც მე-20 საუკუნის სამოციანი წლებიდან აღწევდა როკმუსიკისაგან იზოლირებულ საბჭოთა კავშირში.

სულაკაურის გამომცემლობის ინფორმაციით  „წიგნში არაერთ საინტერესო ამბავს ამოიკითხავთ რკინის ფარდის მიღმა დარჩენილი როკის მოყვარულების, ამ “უწყინარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად მებრძოლი” ადამიანების შესახებ. რაც მთავარია, ავტორი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გვიჩვენებს, თუ რა მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა მხიარული მუსიკა სევდიან ეპოქაზე – 60-იანი წლებიდან XX საუკუნის მიწურულამდე.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები