ატამი და ვაშლატამა ექსპორტზე

31 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტზე გავიდა 23 784 ტონა ატამი და ვაშლატამა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 10 963 ტონით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ქართული ხილის მთავარი იმპორტიორი ქვეყნები არიან რუსეთის ფედერაცია, სომხეთი, აზერბაიჯანი.

ექსპორტი ხორციელდება ასევე ყაზახეთში, უკრაინაში, მოლდოვაში, პოლონეთში, სლოვენიასა და სინგაპურში.

„ატმის ფასი მერყეობს 1.00-დან 2.00 ლარამდე, ვაშლატამასი – 1.20-დან 2.00 ლარამდე. სამაცივრე და შემნახველი საწარმოები მოსავლის განთავსებისა და შეუფერხებელი რეალიზაციისთვის სრული სიმძლავრით მუშაობენ. ხილის ექსპორტის უზრუნველსაყოფად აუცილებელი დოკუმენტაცია მზადდება და გაიცემა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს ინფორმაციის მოძიებასა და შეკრებაზე, სისტემატიზაციაზე, ფერმერთა და დისტრიბუტორთა მოზიდვაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები