უნივერსიტეტის აუდიტორიიდან მოწინავე სამშენებლო კომპანიაში – „მეტისა“ და ანასტასიას ისტორია

თუ ერთხელ მაინც მოხვდებით „მეტი დეველოპმენტში“, აუცილებლად უნდა გაიცნოთ ანასტასია, რომელიც ისეთი ენთუზიაზმით დაგიწყებთ საუბარს თქვენი ოთახის პროექტზე, თითქოს, საკუთარ ოცნების სახლს აგეგმარებდეს. ის სულ რაღაც 22 წლისაა. ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლობს, თუმცა მთავარ პროფესიულ გაკვეთილს „მეტი დეველოპმენტში“ ეუფლება – ახალი ხედვებისა და მრავალწლიანი გამოცდილების შერწყმის უნიკალურ სივრცეში. საინტერესოა, ვის უფრო გაუმართლა ამით, კომპანიას თუ ახალგაზრდა არქიტექტორ ანასტასია მიხაილიდუს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ მათი ერთობა ყველაზე მეტად კომპანიის მომხმარებლებს წაადგებათ: მათ, ვინც ჯანსაღ გარემოში კომფორტულ და თანამედროვე საცხოვრებელ სახლზე ოცნებობს. ამიტომ, თუ ერთხელ მაინც მოხვდებით „მეტი დეველოპმენტში“, აუცილებლად უნდა გაიცნოთ ანასტასია.

– რა არის ,,მეტი დეველოპმენტის“ მეტი?

– სახელიდან გამომდინარე, ეს, პირველ რიგში, მეტ შესაძლებლობას გულისხმობს. კომპანიის მიზანი ნებისმიერ სიტუაციაში იმაზე მეტის გაკეთებაა, ვიდრე ეს სტანდარტულად შესაძლებელია. „მეტი“ მოიცავს მეტ სიმწვანეს, მეტ სიჯანსაღეს, მეტ კომფორტს, მეტ ადაპტირებულ გარემოს და ა.შ.

– რას ჰპირდება ,,მეტი დეველოპმენტი“ მომხმარებელს?

– ჩვენ ვიყენებთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს, რათა მაცხოვრებლებს შევუქმნათ კომფორტული გარემო, რომელიც სასურველი იქნება არა მხოლოდ დღეს, არამედ წლების შემდეგაც. ასე რომ, „მეტი დეველოპმენტი“ ფიქრობს მომავალზე და ცდილობს, შექმნას პროდუქტი, რომელსაც ადამიანები მომავალშიც გამოიყენებენ. თითოეული პროექტი, რომელზეც „მეტი დეველოპმენტი“ მუშაობს, სწორედ ამ პრინციპზეა აგებული.

– რა არის შენთვის ,,მეტი“ და რატომ აირჩიე ის, როგორც თანამშრომელმა?

-22 წლის ვარ და ჯერ კიდევ მეოთხე კურსზე ვსწავლობ. „მეტი დეველოპმენტი“ ჩემთვის პირველი სამსახურია. ჩემი ისტორია კომპანიაში, დაახლოებით, ნახევარი წლის წინ დაიწყო, როცა ვაკანსია გამოცხადდა და გასაუბრებაზე მოვედი. მთავარ არქიტექტორთან და ინჟინერთან საუბრისას მოხდა ის, რამაც ყველაფერი გადაწყვიტა –  ჩვენი ფასეულობები ერთმანეთს დაემთხვა.

საყვარელი საქმის კეთების შესაძლებლობის გარდა, „მეტი დეველოპმენტმა“ თავისუფლად აზროვნების საშუალება და გასაქანი მომცა. ეს ერთი მთლიანი, შეკრული გუნდია, სადაც ყველა ყოველთვის ითვალისწინებს ერთმანეთის აზრს. მთავარი არქიტექტორი არასდროს იღებს გადაწყვეტილებას ჩვენ გარეშე და არცერთი თანამშრომელი არასდროს ვრჩებით პრობლემასთან მარტო. როდესაც პროექტზე ვმუშაობთ, მთავარი არქიტექტორის ჩათვლით, მასში ყველა ჩვენგანი ჩართული ვართ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბევრ კომპანიაში თანამშრომლებს მსგავსი ფუფუნება არ გააჩნიათ. ჩემი აზრით, სწორედ ეს მიდგომა იძლევა იმ შედეგს, რომელსაც საზოგადოება „მეტი დეველოპმენტის“ სახელითა და პროექტებით იცნობს. სწორედ ამ გარემომ შემიწყო ხელი განვითარებაში და ვხვდები, რომ ამ გუნდთან ერთად, ეს პროფესიული ზრდის დაუსრულებელი პროცესია, რომელშიც, ისევ და ისევ, თითოეული ჩვენგანი ვმონაწილეობთ. შემოქმედებითი თავისუფლება ისაა, რაც ჩვენს შიდა სამზარეულოს სხვებისგან გამოარჩევს და გაცილებით უკეთესს ხდის. ამ ყველაფრის გამო, „მეტი დეველოპმენტი“ მართლაც მეტია არა მხოლოდ მომხმარებლებისთვის, არამედ ჩვენთვის, თანამშრომლებისთვის. ყველაზე მთავარი კი, ის თანადგომაა, რომელსაც ერთმანეთისგან ვგრძნობთ.

სტუდენტი, რომელსაც სულ რაღაც ექვსი თვის წინ არ ჰქონდა სამუშაო გამოცდილება, დღეს წამყვანი სამშენებლო კომპანიის კლიენტებისთვის საცხოვრებელ გარემოს ქმნის. ეს ის შანსია, რომელიც „მეტი დეველოპმენტმა“ 22 წლის გოგოს მისცა და ვფიქრობ, ეს კომპანიაზე ბევრ რამეს ამბობს.

– რას ქმნი ,,მეტი დეველოპმენტისთვის“?

-მე არქიტექტორი ვარ და ბინებს ვაგეგმარებ. უშუალოდ მაქვს მჭიდრო კავშირი მობინადრეებთან. ჩვენ ვაყალიბებთ ისეთ გარემოს, რომელშიც მათ მაქსიმალურად კომფორტულად უნდა იგრძნონ თავი. შესაძლოა, ჩვენს მომხმარებელს ჰქონდეს იდეა, რომელსაც ჩვენ რეალობად ვაქცევთ ან მისი მოფიქრებაც და განხორციელებაც ჩვენს თავზე ავიღოთ. გააჩნია, რა სურს თითოეულ მათგანს. ზოგი ჩვენს გემოვნებას უფრო ენდობა და ურჩევნია, ჩვენივე შერჩეული დიზაინით დავაგეგმაროთ მათი საცხოვრებელი.

მთავარი, რაც მთელ ამ პროცესში უნდა გავითვალისწინოთ, ის გახლავთ, რომ თითოეული ბინის გეგმარება სტანდარტებსა და ერგონომიკას ეფუძნებოდეს. თითოეულ ავეჯს თავისი ზომა და ადგილი აქვს. უნდა გავითვალისწინოთ ჰოლის სიგრძე, კარების სიგანე, სამზარეულოსა და საძინებლის გეგმარება და უამრავი დეტალი, რომელიც ასეთ დროს მნიშვნელოვანია.

გარდა ამისა, ჩვენ დიზაინის კატალოგებსაც ვქმნით. მობინადრეს აქედანაც შეუძლია აირჩიოს ბინის დიზაინი იმ ბიუჯეტის შესაბამისად, რომლის გამოყოფასაც ამ საკითხის მოსაგვარებლად აპირებს.

განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმას, რომ ჩვენი ბინები, უფრო სწორად, მთელი საცხოვრებელი კომპლექსები შშმ პირებზე იყოს მორგებული. ეს ის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რასაც „მეტი დეველოპმენტში“  „მეტი“ მოიაზრებს.

– შენი პროგრამა ,,მინიმუმი“ და ,,მაქსიმუმი“?

პირადად მე მარტივი საქმეების კეთება არ მომწონს. რთულ საქმეებზე ჩაჭიდება, შრომა და სასურველი შედეგის მიღება მიყვარს. მიუხედავად ძალიან ბევრი სირთულისა, ყველაზე დიდ სიამოვნებას სწორედ ეს მანიჭებს – პრობლემის დაძლევისა და სწავლის პროცესი.

რაც შეეხება „მეტი დეველოპმენტსა“ და მის მინიმუმსა თუ მაქსიმუმს, ვფიქრობ, რომ კომპანია, თავისი პრინციპებით, სწორედაც რომ რთულ საქმეებს ეჭიდება, საიდანაც საუკეთესო გამოსავალს პოულობს. ჩემი აზრით, „მეტი დეველოპმენტი“ პროგრამა მინიმუმზე არასდროს მუშაობს და ყოველთვის მაქსიმუმის გაკეთებას ცდილობს. ალბათ, ის, რაც ჩვენი კომპანიისთვის მინიმუმია, მაქსიმუმია სხვისთვის.

– როგორ წარმოგიდგენია „მეტი დეველოპმენტის“ როლი გლობალურ კონტექსტში?

– ჩვენ არ ვმუშაობთ მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც „მეტი დეველოპმენტის“ ბინებში უნდა იცხოვრონ. არც კომპლექსის ჩაბარებით და მაცხოვრებლების შესახლებით მთავრდება ყველაფერი. გვინდა, ჩვენი საქმიანობის შედეგი არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ გლობალურ კონტექსტზე აისახოს: შევქმნათ არა იზოლირებული დასახლება, არამედ უკეთესი გავხადოთ ქალაქი და ზოგადად, გარემო, რომელშიც ყველა ერთად ვცხოვრობთ. ვცდილობთ, რასაც გავაკეთებთ დღეს, იყოს გამოსადეგი ხვალ. ჩვენ ვცდილობთ, დავამკვიდროთ მაღალი სტანდარტი და ვიყოთ მაგალითი სხვებისთვის. გვსურს, რომ „მეტი დეველოპმენტის“ გარდა, „მეტი დეველოპმენტის“ პრინციპებით სხვა კომპანიებმაც იმუშაონ და შედეგად, მეტმა სიმწვანემ, მეტმა სიჯანსაღემ, მეტმა კომფორტმა და ყველაფერმა, რასაც „მეტი დეველოპმენტი“ საზოგადოებისთვის ქმნის, უფრო და უფრო მეტი სივრცე მოიცვას. ასე ვხედავთ ჩვენ ჩვენს როლს და ჩვენი მთავარი საქმეც ეს გვგონია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები