სტამბოლის, კიევისა და მინსკის მიმართულებით ჩარტერული რეისები დაინიშნა 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან  3 ქალაქის მიმართულებით მორიგი ჩარტერული რეისები დაინიშნა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, ავიაკომპანიები ჩარტერულ ფრენებს შემდეგი განრიგით შეასრულებენ:

• 16 აგვისტო, ავიაკომპანია Pegasus Airlines, თბილისი – სტამბოლი (გაფრენა 05:05, ჩაფრენა 06:40 );
• 21 აგვისტო, ავიაკომპანია Belavia, თბილისი – მინსკი (გაფრენა 03:45, ჩაფრენა 05:45 );
• 23 აგვისტო, ავიაკომპანია SkyUp Airlines, თბილისი – კიევი (გაფრენა 08:45, ჩაფრენა 10:45 );
• 23 აგვისტო, ავიაკომპანია Pegasus Airlines, თბილისი – სტამბოლი (გაფრენა 05:05, ჩაფრენა 06:40 );
• 27 აგვისტო, ავიაკომპანია Belavia, თბილისი – მინსკი (გაფრენა 03:45, ჩაფრენა 5:45 );
• 30 აგვისტო, ავიაკომპანია Pegasus Airlines, თბილისი – სტამბოლი (გაფრენა 05:05, ჩაფრენა 06:40 );
• 31 აგვისტო, ავიაკომპანია SkyUp Airlines, თბილისი – კიევი (გაფრენა 08:45, ჩაფრენა 10:45 );

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიებს აღნიშნული მიმართულებებით ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვები უკვე მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები