აგვისტოს ომის მე-12 წლისთავის აღსანიშნავად, ჰააგაში “შინდისის” ჩვენება გაიმართება

ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, აგვისტოს ომიდან 12 წლისთავის აღსანიშნავად, 14 აგვისტოს ჰააგაში დიტო ცინცაძის ფილმის, “შინდისის” ჩვენება გაიმართება. 

კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით, კინოჩვენება შედგება ნიდერლანდებში მოქმედი რეგულაციების სრული დაცვით. კერძოდ, 220-ადგილიან კინო-დარბაზში, შესაბამისი დისტანციის დაცვით, განთავსდება მაქსიმუმ 60 ადამიანი. კინოჩვენებაზე დასასწრებად აუცილებელია, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე, ხოლო რეგისტრაციის დასტური ამობეჭდილი ან ელექტრონული ფორმით იქიონოთ თან კინოთეატრის შესასვლელში წარსადგენად.

“შინდისი” რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული და გვიყვება სოფელზე, რომელშიც ომმა გაიარა. მთავარ როლებს ფილმში გოგა პიპინაშვილი, დათო ბახტაძე და თამუნა აბშილავა ასრულებენ. ფილმის მსოფლიო პრემიერა ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც გრან პრი და საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები