სპეციალური რეისით გერმანიაში 125 სტუდენტი გაემგზავრა 

დღეს ბერლინის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალურად სტუდენტებისათვის სუბსიდირებული მორიგი სპეციალური რეისი შესრულდა.

რეისით გერმანიაში გაემგზავრა უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლის 125 სტუდენტი საქართველოდან, რომლებსაც გერმანიაში მუშაობის უფლება ან დროებითი დასაქმების კონტრაქტები აქვთ.

სპეციალური ჩარტერული ფრენის ორგანიზება საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა უზრუნველყვეს, ხოლო ქართველი სტუდენტების რეგისტრაციის პროცესი, რომლებიც აღნიშნული სუბსიდირებული რეისით გერმანიაში გაემგზავრნენ, ახალგაზრდობის სააგენტომ განახორციელა.

სააგენტოს ხელმძღვანელმა, რევაზ ჩარკვიანმა დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გერმანიაში მიმავალი სტუდენტები გააცილა.

მათი ნაწილი სტაჟირებასა და პრაქტიკას გერმანიის სამეცნიერო და სამრეწველო საწარმოებში გაივლის და სამშობლოში სწავლის დაწყებამდე დაბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები