ორი საკოლექციო მონეტის დიზაინზე კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ორი საკოლექციო მონეტის დიზაინზე კონკურსი გამოაცხადა. მონეტების დიზაინი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღების 100 წლისთავისა და დედამიწის დღის თემებზე უნდა შეიქმნას.

„2021 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი სრულდება და სწორედ ამიტომ ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა გამოუშვას ამ თარიღის აღსანიშნავად საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა, რაც მიზნად ისახავს ამ მოვლენის მნიშვნელობის ხაზგასმასა და დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერას“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ეროვნული ბანკმა ასევე გადაწყვიტა, შეუერთდეს გლობალურ ინიციატივას და 2021 წელს დედამიწის დღის აღსანიშნავად საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვას.

საკოლექციო მონეტების დიზაინის შექმნის კონკურსის პირობები ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ–გვერდზეა განთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები