ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული ემიგრაციის მუზეუმი გაიხსნა 

რვა წელია, რაც საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ემიგრანტული მასალების მიმართულებით დიდი სამუშაო წამოიწყო – მოინახა და სამშობლოში დაბრუნდა მნიშვნელოვანი არქივები ამერიკიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან.

გარდა ამისა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ემიგრაციის მუზეუმი, რომელიც სრულიად უნიკალური მასალების უდიდესი საცავი იყო, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გადავიდა. ეს არქივი, თავის დროზე, გურამ შარაძემ გადასცა უნივერსიტეტს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში კი ბინა გურამ შარაძის შვილის, რუსუდან შარაძის დიდი ძალისხმევით დაიდო.

მუზეუმში დაცულია ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების უძვირფასესი არქივები, პერიოდული გამოცემების სრული კოლექციები, უნიკალური წიგნები და სხვა მნიშვნელოვანი მასალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები