„ქუთაისიდან ლექსი კედელზე“ მორიგი ღონისძიება გაიმართება

2 აგვისტოს ქუთაისში პატრიარქის მთავარანგელოზის დღეს, „ქუთაისიდან ლექსი კედელზე“ პროექტის ფარგლებში, პოეტის ნათია ჯიმშელეიშვილის მიერ უწმიდესისა და უნეტარესისთვის, საქართველოს კათალიკოს პატრიარქ ილია II-ისთვის მიძღვნილ ლექსს კედელზე გადაიტანენ. ცერემონიას გახსნის ყველაზე ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი ქველმოქმედი, გიორგი ვენკო.

იდეის ავტორია ჟურნალისტი შალვა კამლაძე, პროექტის მხარდამჭერია ფონდი „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ და დიასპორული ორგანიზაცია ,,ნიდერლანდების ქართული კულტურის ცენტრის“ ხელმძღვანელი თიკა სვანიძე ვენკო. კალიგრაფიული ნაშრომი ეკუთვნის აფხაზეთის სულიერების ცენტრის მთავარ სპეციალისტს, კალიგრაფს ლეილა ბაღბაიას, რომელიც ასევე ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთის“ საერთაშორისო დიასპორული ონლაინსკოლის „გაკვეთილების საზღვრების გარეშე“ კალიგრაფიის პედაგოგია.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქუთაისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, სასულიერო პირები, ლიტერატურის და კულტურის სფეროს მოღვაწეები, ჩოხოსანთა საზოგადოება, ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლი და ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენლები.

ფონდი “დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” აქტიურად უჭერს მხარს ქართული კალიგრაფიისა და ხელნაწერი მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. ასევე, აღსანიშნავია, რომ ფონდის ეგიდით განხორციელებული საქველმოქმედო პროგრამების აქტიური მხარდამჭერია გიორგი ვენკო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები