ქართველი მწერალი სამეცნიერო ფანტასტიკის საერთაშორისო კონვენციაში მიიღებს მონაწილეობას

მწერალთა სახლის ხელშეწყობით, ზაზა კოშკაძე სამეცნიერო ფანტასტიკის საერთაშორისო კონვენციაში (WorldCon) მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 2020 წლის 29 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

წელს WorldCon-ი ახალ ზელანდიაში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პანდემიისა და ვირუსის ფართო გავრცელების გამო, ის ონლაინ გაიმართება.

ზაზა კოშკაძე მონაწილეობას 4 პანელში მიიღებს, აქედან სამში: Writers on Writing: What’s in a Name? Characters in Fiction, Speculative Poetry Deathmatch Thunderdome, From Page to Screen: Screenwriting 101  მომხსენებლის სტატუსით, მეოთხე ღონისძიებაზე კი ის დისკუსიას მოდერატორის როლში გაუძღვება – Beyond the Anglosphere: SF and Fantasy from the Rest of the World.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები