გააცანით თქვენი მუსიკა ბრიტანული მუსიკალური შოუს მსმენელებს

მიიღეთ მონაწილეობა რადიო სელექტორის კონკურსში და გააცანით თქვენი მუსიკა ბრიტანული მუსიკალური შოუს მსმენელებს.

რადიო სელექტორის კონკურსში, ამ ზაფხულში, შესაძლებელია საქართველოდანაც მიიღოთ მონაწილეობა მუსიკოსებმა  და შესაბამისად მოხვდეთ შოუში.

კონკურსში 10 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას და ჯემზ სუპერნოვა 10 მუსიკალურ ნამუშევარს შეარჩევს ონლაინ კენჭისყისთვის. ორი მათგანი მოხვდება შოუში – ერთი ჯემზის, მეორე კი საერთაშორისო ონლაინ კენჭისყრით შერჩეული.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გადადით ბმულზე, სადაც დეტალურ ინფორმაციასთან ერთად სააპლიკაციო ფორმის ბმულსაც ნახავთ https://www.britishcouncil.ge/…/…/selector-radio-competition

აპლიკაციების შევსების ვადა  30 ივლისს იწურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები